რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, ახალი ბირთვული კატასტროფის მიზეზი გახდეს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმებისა და სარაკეტო იერიშების გამო, ევროპაში შეშფოთებას ვეღარ მალავენ.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთმა არასწორმა მოქმედებამ შესაძლოა ჩერნობილის ავარიაზე გაცილებით უარესი შედეგი გამოიწვიოს. ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაძაბულობის ფონზე, უკრაინის მთავრობა ადგილზე საერთაშორისო სპეციალისტების ჩასვლას ითხოვს.

პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, დღეს აფეთქებების ხმა გაისმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებშიც – ლევან ახალაია გიამბობთ.