ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

რუსეთის ლიდერები მსოფლიო სასურსათო კრიზისს ქმნიან, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ჩერნომორსკის პორტში 40 ათასი ტონა ხორბლით მორიგი გემია დატვირთული, რომელმაც მარცვლეული შიმშილის ზღვარზე მყოფ ეთიოპიაში უნდა ჩაიტანოს, მაგრამ ხომალდი სხვა გემების მსგავსად იძულებულია, გაჩერდეს, რადგან რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს. ზელენსკის თქმით, რუსეთია ერთადერთი დამნაშავე იმაში, რომ პროდუქტი ძვირდება.