რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება – ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხარკოვი. აფეთქდა ავტობუსის გაჩერება, ასევე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო. სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

გარდა ამისა, დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იუწყება, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გახსნილ ცეცხლს დონეცკის ოლქში სამი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ღამის განმავლობაში სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მიკოლაევზე. ქალაქის მერის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი. ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელდა.