რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციების წინააღმდეგ 13 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ასევე, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ხერსონის, ანტონოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და უკრაინის ჯარების პოზიციებზე ოკუპანტებმა ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი რუსი სამხედროების საჰაერო თავდაცვის სისტემების პოზიციები, საბრძოლო მასალის საწყობები, აგრეთვე ცოცხალი ძალის კონცენტრირების ადგილები დაბომბეს. უკრაინის ავიაციამ რუსების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს შეუტია.