ლევან იზორია სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

ქართულ ჯარს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული თავდაცვის მინისტრმა მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრიდან მიულოცა. ლევან იზორია სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო მსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით საგალობელი იგალობეს. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.