თავდაცვის სკოლა 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სამი წლისაა.

ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და  უწყებათაშორისი თანამშრომლობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა.

იუბილე შეკრებილებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  ლევან იზორიამ  თქვა, რომ სკოლა,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შუწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები შეერთებულ შტატებში, იტალიასა და ბრიუსელში.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის  სკოლა 2016 წელს შეიქმნა.

დატოვე კომენტარი