შს მინისტრის განცხადება

ლევან იზორიას ოჯახის წევრის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მომხდარი ნამდვილად ცუდი ფაქტია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ ინახავდა პოლიციელი ვიდეოს წლების მანძილზე. შეგახსენებთ, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა,  ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა.

მისი განცხადებით, თებერვლის ბოლოდან გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.