ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. თარიღი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს პრეზიდენტმა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მიმართოს საქართველოს ჯარისკაცებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავენ მშვიდობას და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. „თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურების მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. დღეს მინდა გავიხსენო საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი. მშვიდობა და უსაფრთხოება, მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.