ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დაიწყო. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და რუსეთის მიერ ანტისარაკეტო ხელშეკრულების შესრულება ის მთავარი თემაა, რომელზეც ალიანსის წევრი ქვეყნები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

თავდაცვის მინისტრების განსახილველ საკითხებს შორის არის ავღანეთში არსებული სიტუაცია და ნატო-ს სამოქმედო გეგმა. ამ თემებზე დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაში ნატო-ს წევრებთან ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიც ჩაერთვებიან, მათ შორის არის საქართველო.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრაში.

 

დატოვე კომენტარი