ლევან იზორია კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლების გადამზადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხდება.

რაც შეეხება სპეცილაობებეს, ესენია:  შემდუღებელი, ელექტრიკოსი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი და დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი.

ამჟამად  გადამზადებას თავდაცვის ძალების 71 წარმომადგენელი  გადის.