თავდაცვის მინისტრის განცხადება

„რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანების, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ნაწილია, მაქსიმალურად შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება.