ეპოქის გამორჩეულ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხვალ 90 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული კინოს ვარსკვლავის კარიერა „ქაჯანაში“ შესრულებული როლით დაიწყო, რასაც 30-მდე პერსონაჟი მოჰყვა. ლეილა აბაშიძის მიერ შექმნილი კომედიური და დრამატული გმირები, დღემდე მაყურებლის საყვარელ პერსონაჟებად რჩებიან. ქართულ კინოში ლეგენდარული მსახიობის განსაკუთრებული წვლილი, საზოგადოებამ რუსთაველის თეატრის წინ გახსნილი ვარსკვლავით დააფასა.