დიპლომატიური და ჯაშუშების ომის ფონზე, რუსეთი „კუნთების თამაშის“ პოლიტიკას განაგრძობს. ამჯერად, აქცენტი კეთდება ორ მიმართულებაზე, – დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებზე. სწორედ ამ უკანასკნელს კრემლი ოფიციალურ თბილისსა და კიევზე პირდაპირი ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.