თეთრი სახლი კრემლის წინააღმდეგ სასანქციო გეგმებზე მუშაობს

12:23, 01.02.2022

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან იმ ადამიანების სია მოამზადა, რომელთა მიმართაც შეიძლება დაწესდეს ეკონომიკური სანქციები. შეზღუდვები უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის შემთხვევაში ამოქმედდება. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ჯარების თავმოყრას უკრაინის საზღვართან და ზრდის მისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას ბელარუსში.

მსგავსი