დრონით იერიში კრემლზე

მოსკოვი კიევს კრემლზე თავდასხმასა და პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

რუსული მედიით ვრცელდება ღამით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ფეთქდება კრემლის თავზე ორი დრონი. ფაქტს რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ აქტად აცხადებს. უკრაინა დრონების გაშვებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მოსალოდნელ იერიშზე საუბრობს. კიევში დარწმუნებულები არიან, რომ მოსკოვი მიერ მიერვე მოწყობილ პროვოკაციას უკრაინის დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმისთვის გამოიყენებს. დრონების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ რუსეთიდან უკვე გაისმა პირველი მუქარა.