ქუთაისში, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა, „აფხაზეთი“, უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა. ბავშვები ჩაერთნენ სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობაში, რომელიც სპეციალურად მათთვის დაიგეგმა. პატარებმა სიმღერები ქართულ და უკრაინულ ენებზე შეასრულეს.