პროგრამა უკრაინელი ბავშვებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს. უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარაში 21 ივლისს სწორედ აღნიშნული უწყებების ინიციატივით ჩავიდნენ.

ერთი თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ბავშვებმა დაისვენეს და აჭარის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. პროექტში იმ უკრაინელი სამხედროების შვილები მონაწილეობდნენ, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ ან ამჟამადაც იბრძვიან.