თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის 93-ე საბავშვო ბაღში, საბავშვო სივრცე შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნულ ბაღში უკრაინელი ბავშვების საგანმანათლებლო სააღმზრდელო პროცესისთვის შეირჩევა საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე მოწვეულები იქნებიან უკრაინელი პედაგოგები და ფსიქოლოგები.