შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმში დღეს შავი ზღვის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ქართველი პიანისტი და იუნესკოს მშვიდობის არტისტი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძეა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და მათთვის ხელშეწყობაა. ფესტივალი წელს საქველმოქმედოა. შემოსული თანხა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება.