უკრაინელი ბავშვების კონცერტი კონსერვატორიაში

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიაში უკრაინელი ბავშვების კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად საქართველოში დევნილმა უკრაინელმა ბავშვებმა და 41-ე სკოლის ბაზაზე არსებული ქართულ-უკრაინული სამუსიკო გუნდის წევრებმა მიიღეს. კონცერტზე შესრულდა როგორც ქართული, ისე უკრაინული სიმღერები. ღონისძიება იმ ორგანიზაციამ გამართა, რომელიც ქართველი და უკრაინელი მოქალაქეების მიერ არის დაფუძნებული და საქმიანობას ევროკავშირისა და ჩეხური ორგანიზაცია people in need-ის მხარდაჭერით ახორციელებს.