გასართობ-საგანმანათლებლო პროგრამა უკრაინელი ბავშვებისთვის

15:22, 06.11.2022

საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის ინიციატივით, უკრაინელ ბავშვებს დღეს „ჯინო ფერედაისმა“ უმასპინძლა. რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ქალაქებიდან ჩამოსული მოზარდებისთვის 10-დღიანი გასართობ-საგანმანათლებლო პროგრამაა დაგეგმილი. უკრაინელი ბავშვები და მათი აღმზრდელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვევიან და ქართულ ისტორიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს გაეცნობიან.

 

მსგავსი