უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ

უკრაინელი ბავშვები აჭარაში დაისვენებენ. ისინი გონიოში ერთი თვე დარჩებიან. აღნიშნული მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივი ინიციატივაა. ჯგუფი – კერძოდ მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები აჭარას დღეს ესტუმრნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად დახვდნენ. უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა ქ.კიევის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. 50-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე უკრაინიდან მოლდოვას მიმართულებით ქ.კიევის ვიცე-მერმა და უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა გამოაცილეს.