საქართველოში კიბოს პრევენციის ახალი მეთოდი ინერგება.
მოხდება იმ პაციენტების გამოვლენა, რომლებსაც გენეტიკურად მიდრეკილება აქვთ, შემდეგ ეტაპზე კი პრევენციული ზომები და მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.
კიბოს მსოფლიო დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური კითხვა, – რამდენად ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიისთვის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამები. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაგვიანებული დიაგნოსტიკაა, რაც სტატისტიკაზეც აისახება.