ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე კანონი მკაცრდება 

ოჯახში და ქალებზე ძალადობაზე კონტროლი მკაცრდება.

ინერგება მოძალადეების შემაკავებელი ახალი მექანიზმი. შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ კონკრეტული პირი ელექტრონული სისტემით გაკონტროლდება. კანონში დაგეგმილი ამ ცვლილებით სახელმწიფო ძალადობის გაზრდილი მაჩვენებლის შემცირებას და პრევენციული ზომების გაძლიერებას ცდილობს. სტატისტიკის მიხედვით, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, მოძალადე მსხვერპლთან მიახლოებას და მასზე განმეორებით ძალადობას ცდილობს. რამდენიმე ასეთი ფაქტი მკვლელობით დასრულდა.