მეწყრული პროცესი მაჭავარიანის ქუჩაზე

თბილისის მეწყერსაშიშ ზონაში დამატებითი პრევენციული ზომები გატარდება.

ქართველი და გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ ვაშლიჯვრის ფერდობზე მოძრავი მეწყერის შესამცირებლად დროებითი წინაღობის გაკეთება იგეგმება. გეგმა ნაპრალამდე უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობას და მიწის მასების მოჭრას გულისხმობს. სამუშაოების დასრულებამდე მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა კვლავ ჩაკეტილი იქნება. ამ ეტაპზე მერია მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთა ევაკუაციის საკითხსაც არ განიხილავს. ამ მომენტისთვის ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალი გაფართოებულია, მეტი უსაფრთხოებისთვის ადგილზე მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებაც იგეგმება.