ადრეული ქორწინების საგანგაშო სტატისტიკა

ადრეული ქორწინება ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. პრობლემის სიმწვავეს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებიც აჩვენებს. სურათი განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში, თუმცა სტატისტიკა ქალაქებშიც, მათ შორის თბილისშიც, საყურადღებოა. კვლევის სამიზნეები 24 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ. მარტო დედაქალაქში გამოკითხულთა 8%-მა აღიარა, რომ პარტნიორთან თანაცხოვრება 18 წლამდე ასაკში დაიწყო, რეგიონებში და სხვა ქალაქებში მაჩვენებლები მკვეთრად მაღალია. ადრეული ქორწინების პრევენციისთვის კვლევის ავტორები ხელისუფლებას კანონმდებლობის გამკაცრებას და პრევენციული ზომების გააქტიურებას სთხოვენ.