მსოფლიო ლიდერთა სამიტი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე. პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის სამიტში მონაწილეობისთვის ემზადება.

მსოფლიო ლიდერებს ამჯერად დუბაი უმასპინძლებს. სამიტი მასშტაბურია – მასზე 160 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. განხილვის მთავარი თემა ის ზომებია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელი საფრთხეების გასანეიტრალებლად უნდა მიიღოს. იგულისხმება გლობალური ტემპერატურის ზრდის შესაჩერებლად დაგეგმილი ღონისძიებები. მონაწილე ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების საკითხსაც განიხილავენ, რის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა. სამიტს დაესწრება გაერო-ს გენერალური მდივანიც.