გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს - სააგენტოს პასუხი

ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 9 ქვეყანამ დაფინანსება დროებით შეუჩერა. მიზეზი სააგენტოს რამდენიმე თანამშრომლის „ჰამასთან“ სავარაუდო კავშირია. დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და გერმანიამ მიიღეს.

„სააგენტოს დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო“ – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ფილიპე ლაზარინიმ ქვეყნებს ამ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. „ეს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ჩვენს მიმდინარე ჰუმანიტარულ სამუშაოებს მთელ რეგიონში, მათ შორის და განსაკუთრებით, ღაზის სექტორში.” – აღნიშნა ლაზარინიმ.