ვითარება ღაზას სექტორში

ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, მძევლების უპირობოდ გათავისუფლება – გაერო-ს ახალ რეზოლუციას ისრაელის უკმაყოფილება მოჰყვა.

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ოფიციალური თელავივი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. მწვავეა ვაშინგტონის რეაქცია, რომელიც ისრაელს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე მიუთითებს. აშშ ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფად მიიჩნევს და სახმელეთო გზებით ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებას ითხოვს.

ვითარება რთულდება ისრაელ-ლიბანის საზღვარზეც.