საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

12:18, 22.12.2023

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედროები აგრძელებენ სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ზავის შესახებ. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ სანამ ისრაელი არ დათანხმდება აგრესიის სრულ შეწყვეტას, მძევლების გათავისუფლება გამორიცხულია.

გაერო-ში კი ომის შესახებ რეზოლუციის მიღებაზე მუშაობენ. რამდენჯერმე გადადების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა დღეს ჩატარდება. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში, 7 ოქტომბრის შემდეგ 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 000 ბავშვი.

 

მსგავსი