კორონავირუსის პრევენციის მექანიზმები

კორონავირუსისგან დასაცავად საქართველოში პრევენციული ზომები მკაცრდება.

ირანის შემდეგ ფრენები შესაძლოა იტალიის მიმართულებითაც შეიზღუდოს. საზღვარზე სპეციალურ შემოწმებას გაივლის ყველა ის მგზავრი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში ან იტალიაში იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩამონათვალს მალე მაღალი რისკის მქონე სხვა ქვეყნებიც დაემატოს. ამ მომენტისთვის საქართველოში პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ უარყოფენ, რომ ახლა ქვეყანას ყველაზე დიდი საფრთხე ირანიდან ემუქრება, რის გამოც ავია-მიმოსვლის გარდა სხვა შეზღუდვების ამოქმედებაც განიხილება.

დატოვე კომენტარი