კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა

კორონავირუსის ახალი კერები ჩნდება მსოფლიო მასშტაბით.

ბოლო 24 საათში დაავადების პირველი შემთხვევები ევროპის, ცენტრალური ამერიკის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. შესაბამისად, მკაცრდება პრევენციული ზომები. ბოლო საათების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირების თითქმის ყველა ახალი შემთხვევა იტალიასა და ირანში ნამყოფ მოქალაქეებს უკავშირდება. ზოგერთ ქვეყანაში გაუქმდა მასშტაბური ღონისძიებები. ასევე დროებით დაიხურა სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. ახალი ტიპის კორონავირუსის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელების ფონზე ცვლილებაა საფონდო ბირჟებზეც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის მზარდ რისკებზე მიუთითებს.