კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები

„თეგეტა მოტორსში“ ადასტურებენ, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელია. მას სავარაუდოდ, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან ჰქონდა შეხება, რის გამოც, ის უკვე ერთი კვირაა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პირს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.  ასევე ინფიცირებულია სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელი, რომელიც 27 მაისის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა. მიღებულია პრევენციული ზომები.