კორონავირუსის გავრცელების პრევენცია 

კორონავირუსისგან თავდასაცავად საქართველოში პრევენციული ზომები მკაცრდება.

დღეიდან მარტის ბოლომდე ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები აღარ შესრულდება. მკაცრი დაკვირვების ქვეშ იქნებიან ტრანზიტული მგზავრები. დამტკიცებულია სამთავრობო გეგმა, სადაც გაწერილია, რა ნაბიჯები უნდა გადადგან კონკრეტულმა უწყებებმა დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში.

ბათუმში ჩინეთიდან ჩამოსულ ორ ვიზიტორს, რომლებსაც საეჭვო ნიშნები ჰქონდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის დადგენა გამორიცხვით მეთოდით ხდება, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკური კვლევების დასანერგად უკვე მუშაობენ. დაავადების გავრცელების მასშტაბები იზრდება. კორონავირუსის ახალი ტიპი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც დააფიქსირეს.