კახა იმნაძე - ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებითა და წაქეზებით გადადგა

ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებითა და წაქეზებით გადადგა. ასე ეხმაურება გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი სირიის გადაწყვეტილებას. კახა იმნაძის შეფასებით, ასადის რეჟიმმა კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი გადადგა, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოებას და ნორმებს.

აფხაზეთი და ცხინვალი რჩება რუსეთის არალეგალური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.