საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპაციის შემდეგ ანექსია.

უკვე ძალაშია ე.წ. შეთანხმება, რომლითაც ბიჭვინთის ცნობილი აგარაკი და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში 25 ხმით რატიფიცირებული ე.წ. დოკუმენტი ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო მღელვარების მიზეზი ხდება. ე.წ. ოპოზიცია მოსახლეობასთან ერთად გადაწყვეტილებას უკან წაღებას ითხოვს. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო რეაგირებისკენ და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია. დაჩქარებული წესით გამთენიისას დამტკიცებული ე.წ. აფხაზურ-რუსული შეთანხმებით რუსეთმა ბიჭვინთის აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა და მიმდებარე 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიითვისა. ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში გაფორმებულ და თვეების განმავლობაში გასაიდუმლოებულ ე.წ. შეთანხმებას დე-ფაქტო პარლამენტში გაგზავნისთანავე აფხაზური საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მცოცავი ანექსიის გაგრძელება ანა ბროლაძის რეპორტაჟში.