საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.
რიგით 53-ე საყოველთაო ნათლობა, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა და საკუთარი ნათლულები დალოცა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.