საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი

9 აპრილის მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იხსენებს. ილია მეორე გავრცელებულ წერილში ამ დღეს გამორჩეულს უწოდებს. „ერთი მხრივ, ეს დღე დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ სწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა. წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, – იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა“. – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

9 აპრილი – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე დღე