ეპიდემიოლოგები საპატრიარქოში

ეპიდემიოლოგებმა საპატრიარქოს ტერიტორია ცოტა ხნის წინ კომენტარის გარეშე დატოვეს. მას შემდეგ, რაც ილია მეორის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, ადგილზე სპეციალისტების გამოძახება გახდა საჭირო. ჩაღრმავებული კვლევა რამდენიმე საათს მიმდინარეობდა, შედეგები კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ნათია ქენქაძე იმყოფება საპატრიარქოში და საუბარს ის განაგრძობს – რა სიტუაციაა ამ წუთას ადგილზე და როგორია ბოლო ინფორმაცია, ჩაუტარდება თუ არა ტესტირება კათოლიკოს პატრიარქს.