პატრიარქის 90 წლისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალაკონცერტი გაიმართება. შესრულდება სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, მათ შორის პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები. საზეიმო გალაკონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.