მუსიკალური საღამოები რეგიონებში

საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადებიდან ოთხმოცდაათ და აღსაყდრებიდან 45 წელს მიეძღვნა ხაშურში „შავნაბადასა“ და „ახალი ბანას“ ახალგაზრდული გუნდის მიერ გამართული კონცერტი. ღონისძიება სამონასტრო საგანმანათლებლო ცენტრი „ახალი ბანას“ ტერიტორიაზე გაიმართა. უამინდობის გამო, მაყურებელს სცენაზე მომღერლებთან ერთად მოუწია დგომა. ღონისძიების მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.