პატრიარქის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე ილია მეორის ტესტირება გახდეს საჭირო.

ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შუალედური პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია და მას „პისიარ“-ტესტირება უტარდება, რის შემდეგაც საბოლოო პასუხი გახდება ცნობილი. ექიმის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

დატოვე კომენტარი