ილია მეორის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა

12:16, 23.04.2018

საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

რიგით 53-ე საყოველთაო ნათლობა, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ილია  მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა და საკუთარი ნათლულები დალოცა.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მსგავსი