თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა. განაცხადში დავის საგანს სიცოცხლის უფლების მუხლის სავარაუდო დარღვევის საკითხი წარმოადგენს. 800-გვერდიან დოკუმენტში ძირითადი აქცენტი 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. განმცხადებლის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან ერთად, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი იცავს, რომელიც ლონდონში ადამიანების უფლებებზე მომუშავე გავლენიანი ორგანიზაციაა.