EMC-ს განცხადება

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა მონიტორინგის ცენტრი“ და სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან.

ცენტრი მარნეულში მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს დაიცვან მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს გამოვლენილი დანაშაულებრივი შემთხვევების დამოუკიდებელი, დროული და ეფექტიანი გამოძიება.

იემსის“ ინფორმაციით, ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ადგილზე მობილიზებულ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. ისინი  საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.