კონფერენცია შრომითი მედიაციის მექანიზმებზე

საქართველოს შრომითი მედიაციის მექანიზმი, დაბრკოლებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციები – ამ თემაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა კონფერენცია გამართა. მიზანი შრომითი მედიაციის მექანიზმის გაუმჯობესებაა.

მედიაცია, როგორც კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი, 2013 წლიდან ამოქმედდა. თუმცა იემსის წარომადგენლები ამბობენ, რომ ის ამ დრომდე ვერ გახდა შრომითი დავების გადაჭრის ეფექტური გზა. სპეციალურად, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად,  საქართველოში სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტიც იმყოფება.