ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანული მედია იუწყება, რომ მას თავის არეში ესროლეს. დამნაშავე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობისა და მკვლელობის მოტივის შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ამიტომაც მოსკოვმა ის ძებნილად გამოაცხადა. პანკისელების ვერსიით, მკვლელობის შემსრულებელიც რუსულად საუბრობდა.

2015-ში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. საქმე ჯერ ისევ ძიების პროცესშია. არასამთავრობო ორგანიზაცია იემსი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, ქართულ საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი გერმანიიდან მკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.