„იემსის“ განცხადება

„იემსის“ შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშო და კრიტიკულია, ეს კი არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მედიის თავისუფლებას და პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. „იემსი“ სახალხო დამცველს და პარლამენტს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პრესკონფერენციას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც ესწრებოდა. ისინი დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლების გამო მენეჯმენტთან სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება.