შრომის რეფორმა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შრომის რეფორმა საფრთხეშია. ისინი მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, დასაქმებულების უფლებების დათმობის ხარჯზე არ წავიდნენ კომპრომისზე. იემსისა და საია-ს წევრების განცხადებით, არის რისკი, პარლამენტმა ამოიღოს შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდასთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომელიც უწყებას აძლევს საშუალებას  დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შეამოწმოს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობა.