IBSU-სთვის დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პირველკურსელების მიღებაზე დაწესებული ერთ-წლიანი შეზღუდვა ძალაში რჩება. ავტორიზაციის საბჭოში აცხადებენ, რომ უმაღლესი სასწავლებლის აპელაციის განხილვა კანონით დადგენილ ვადებში მოხდება, მანამდე კი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია.
საკითხზე დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმაც ისაუბრა.